Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655143&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ეა-ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
კომპანია "ე-ქარს ქაუქასუსი" სპეციალიზდება დაბალი ძაბვის სისტემებისა და ელექტრომობილების დამტენი სადგურების მომსახურებაში. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, მათ შორის: ელექტრო ფურნიტურას, ჩამრთველებს, როზეტებს, ავტომატურ ამომრთველებს, ელექტრომობილის დამტენებსა და სხვა დაბალი ძაბვის აქსესუარებს. ჩვენ ვემსახურებით როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მომხმარებლებს, ვთავაზობთ მათ საიმედო და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ელექტრომომარაგებისა და ელექტრომობილების დამუხტვის სფეროში.

კომპანია "ეა-ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ტექნიკური გუნდთან ერთად მიმდინარე პროექტებზე მუშაობა
** ელ. მანქანის დამტენების მომსახურება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** დაბალი ძაბვის პროდუქციის შეცვლა/შეკეთებაში მონაწილეობა
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

სასურველი გამოცდილება:

** ელექტრო მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარი
** ანალოგიურ პოზიციაზე ან ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა (მათ შორის მოპედის) ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: შესაძლებელია მოქნილ და ჰიბრიდულ გრაფიკზე შეთანხმება.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ თქვენი განაცხადის გამოგზავნა მოცემული ლინკის მეშვეობით: https://airtable.com/appZCEQy3z6BfTNT1/shrOusaoZKJnGAHGV
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია