Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Hotel Indigo
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
200-წლიანი მასპინძლობის მქონე ბრიტანული ბრენდი "IHG - Intercontinental Hotels Group", რომელიც აერთიანებს 19 სასტუმროს ბრენდს და 6600 + სასტუმროს მსოფლიოს ირგვლივ, მალე ხსნის თავის პირველ და უნიკალურ სასტუმროს ჩვენს რეგიონში — ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე. ისტორიულ შენობაში განთავსებული, უნიკალური და უიშვიათესი ასტრონომიული საათით დამშვენებული "Hotel Indigo Batumi Old Town" სტუმრებს უმასპინძლებს 57 ნომრით.

ხარ კრეატიული, მიზანმიმართული და გსურს, შენი იდეები რეალურად იქცეს? მაშინ ეს შანსი შენთვისაა!

ღია პოზიცია: მარკეტინგის სპეციალისტი

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა ბრენდის სტანდარტების შესაბამისად
** კომპანიის მარკეტინგული მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება გუნდთან ერთად;
** მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა: ყოველკვირეული, ყოველთვიური და სეზონური ღონისძიებებისა და აქციების ინიცირება, დაგეგმვა, ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** მედია და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** შესრულებული კამპანიების ანგარიშების მომზადება;
** ახალი პოტენციური მომხმარებლების მოძიების მარკეტინგული სტრატეგიების დასახვა;
** გაყიდვების ზრდისთვის ახალი პროდუქტებისა და აქციების დაგეგმვა, აღსრულება, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება / გადამზადება მარკეტინგის ან კომუნიკაციების სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასტუმრო/ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება)
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენები უპირატესობაა)
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Meta, Google, SEO, ელფოსტა და სხვა)
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება

რას გთავაზობთ:

** დასაქმება საერთაშორისო ბრენდში
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** თანამედროვე სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე