დასახელება:
დამწყები დიზაინერ-მბეჭდავი
|
მომწოდებელი:
3D Painter
|
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
|
კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას დამწყები დიზაინერ-მბეჭდავის პოზიციაზე.
"3D Painter" ამზადებს სუვენირებს და ჯილდოებს. მაღალი ხარისხის კრისტალებში შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატების ჩახატვა (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა, გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია Adobe Photoshop-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ფოტოების დამუშავება;
** დიზაინის შექმნა სპეციალურ პროგრამაში და შემდეგ სუვენირების დამზადება სპეციალური აპარატით (შეისწავლით ადგილზე);
** დიზაინის მომზადების პროცესში კრეატიული იდეების მოძიება და კლიენტისთვის შეთავაზება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია, პროდუქციის გაყიდვა და შეკვეთების გაფორმება;
** ** პროდუქციის ფოტო/ვიდეო გადაღება/სლაიდების მონტაჟი.
პიროვნული თვისებები:
** კრეატიული აზროვნება;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თბილისი მოლი, 3D painter-ის მაღაზიაში
** სამუშაო დრო: 10:00 სთ-დან 16-:00 სთ-მდე, კვირაში ოთხი დღე, შესვენება - 30 წუთი; 11:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე კვირაში ორი დღე, შესვენება - 60 წუთი
** ხელფასი: 900 ლარი პლუს ბონუსი 100 ლარიდან 400 ლარამდე (ბონუსები დამოკიდებულია შესრულებული საქმიდან გამომდინარე გაყიდვებიდან)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|