Робота для біженців з України
ფულადი რესურსების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფულადი რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ფულადი რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით.
"კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალებიდან, საკასო ცენტრიდან, ეროვნული ბანკიდან მობილიზებული ფულადი რესურსის მიღება, ასახვა, შენახვა;
** ფულადი რესურსების გაგზავნა საკასო ცენტრში, ეროვნულ ბანკში, ფილიალებსა თუ საბანკო დაწესებულებებში;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების წარმოება;
** ინკასირებული თანხების შესაბამისი წესით გადათვლა, შემოწმება, ფორმირება და შენახვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე ეროვნულ ბანკში შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება თანხის მიღება-გაცემის მიზნით;
** ძვირფასეულობის სარეალიზაციო ქისების მიღება ფილიალებიდან და შესაბამისი კომისიისთვის გადაცემა ნივთების რეალიზაციის მიზნით;
** ფილიალიდან/საკასო ცენტრიდან გამოგზავნილი საეჭვო კუპიურის მიღება და გაგზავნა საკასო ცენტრში /ეროვნულ ბანკში;
** საინკასაციო ჩანთებში აღმოჩენილი უზუსტობების აღრიცხვა და შესაბამისი მიმართულებების ინფორმირება;
** დღის განმავლობაში საკასო ცენტრში/მის მიერ შესრულებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის სისწორის და შევსების სისრულის უზრუნველყოფა;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება, არქივირება წესების დაცვით.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო-საფინანსო სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე ან სალარო მიმართულებით მუშაობის მინ, 1-წლიანი გამოცდილება;
** საკასო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფულის ნიშნებისა და ნაღდ ფულთან მუშაობის რეგულაციების/წესების ცოდნა;
** ALTA B6/LMS-ის ცოდნა;
** დაკვირვებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე