დასახელება:
დამწყები მზარეული
|
მომწოდებელი:
მექსიკური რესტორანი
|
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
|
თბილისის ცენტრში მდებარე ცნობილი მექსიკური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს მონდომებულ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება. გამოცდილება 0-1 წლამდე.
ჩვენთვის მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური. გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.
პირობები:
** სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია.
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე.
** სამუშაო საათები: დღეში 9 საათი
** ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე.
** ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: fiestabartbilisi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|