Робота для біженців з України
ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო / ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
"ორკინი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე აჭარის რეგიონში.

პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი)

"ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების (გარე და შიდა სივრცეების) შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება;
** სპეციალური მასალებისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენება დადგენილი რეგულაციების შესაბამისად;
** დერატიზაცია/დეზინსექცია/დეზინფექციის სამუშაოების შესრულება;
** ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება ობიექტებზე;
** ტექნიკური აპარატურის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ჰიგიენა-სანიტარიისა და შენობების მოვლის საკითხებზე;
** სამუშაო დოკუმენტაციის, ვიზიტებისა და გახარჯული რესურსების შესაბამის პლატფორმაზე აღრიცხვა;
** მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
** დამკვეთების შენიშვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
** თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან.

სამუშაო გრაფიკი - სრული, სტანდარტული განაკვეთი
ადგილმდებარეობა - ბათუმი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებელი (გადამზადების კურსები);
** სასურველია, (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;

შენ იქნები იდეალური კანდიდატი, თუ:

** გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის ტარების მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლიანი;
** არ გაშინებს ტექნიკური, პრაქტიკული სამუშაო;
** გსურს კარიერა სტაბილურ, მოთხოვნად და საერთაშორისო სფეროში;
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან;
** ხარ ფიზიკურად აქტიური;
** გაინტერესებს მომსახურების ხარისხზე და ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კომპანიის ავტომობილი საწვავით, სამუშაო მიზნებისთვის;
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად;
** დარგის პროფესიონალურად შესწავლა და სხვადასხვა სახის ტრენინგები;
** მუდმივი მხარდაჭერა კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან;
** კარიერული განვითარება.

ჩვენი დამკვეთები არიან:

** კვების, სასმლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიები; სასტუმროები, რესტორნები და კაფეები; საცალო ქსელები და კომერციული ობიექტები; კლინიკები; საცხოვრებელი კომპლექსები; საწყობები, ინდუსტრიული შენობები და სხვ.

რატომ ორკინი?

** მომსახურების სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება;
** კარიერა, რომელსაც გლობალური სტაბილურობა და ადგილობრივი მხარდაჭერა აქვს;
** მუდმივი სწავლება და განვითარება დარგში და კარიერაში;
** ჩვენთან თქვენ შექმნით ან განაახლებთ თქვენს რეზიუმეს გლობალურ ბრენდთან და მის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად.

განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია!

** უნდა იყო მომსახურებაზე ორიენტირებული — გქონდეს შინაგანი სურვილი, დამკვეთს ხარისხიანად მოემსახურო;
** საჭიროა ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა — გქონდეს სწავლის სურვილი და მზაობა ახალი ცოდნის მუდმივად ათვისებაზე;
** იყო შრომისმოყვარე, ამოცანების გადაჭრის მოტივით მოქმედი და მიზანმიმართული;
** უნდა შეგეძლოს ახალი დარგის სწრაფად ათვისება - საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად;
** გქონდეს პოზიტიური, იმედიანი დამოკიდებულება ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმართ;
** უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღება და გამოყენება პროგრესისთვის — სამართლიან შენიშვნებზე სწორი რეაგირება და თვითგანვითარება;
** გქონდეს დროის შეგრძნება — მოახერხო სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება;
** მუდმივად ცდილობდე, იყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, ყურადღებით ეპყრობოდე დეტალებს და არ გაგაღიზიანოს რუტინულმა პროცესებმა;
** იყო ფიზიკურად აქტიური, რათა შეძლო გარე და შიდა სამუშაოების შესრულება;
** გქონდეს მზაობა უნიფორმის ტარებაზე, საჭირო აღჭურვილობით მუშაობაზე და მობილურ აპლიკაციებთან და ელ-ფოსტასთან დაკავშირებულ ამოცანებზე რეაგირებაზე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მეილზე: mariam.zakaidze@orkin.ge ან/და სამუშაო დღეებში, 09:00-18:00 საათებში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 18 41 42.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე