დასახელება:
მოწვეული ლექტორი - საინფორმაციო ტექნოლოგიები
|
მომწოდებელი:
კავკასიის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 70 ქვეყნის 289 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად ქართულ და ინგლისურენოვან მიმართულებებზე შემდეგ დისციპლინაში: საინფორმაციო ტექნოლოგიები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
** ლექტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე. (საჩვენებელი ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე).
პროფესიული მოთხოვნები:
** საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა:
** არქიტექტურა, ოპერაციული სისტემა, ქსელები და ინტერნეტი, ელ. ფოსტა, ელექტრონულ დოკუმენტებთან მუშაობის web სერვისები - Google Drive and Docs, Gmail- ის სერვისები - Sites. Google.com, Blogger.com;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების - საოფისე პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Office 2016 /2019 - MS PowerPoint; MS Word, MS Excel, MS Access, MS Project;
** სტატისტიკური ანალიზის პროგრამა - IBM SPSS Statistics მუშაობის ცოდნა;
** Moodle -ის სისტემაში მუშაობის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე. (ინგლისურენოვანი პროგრამების სწავლების შემთხვევაში)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობიანი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული;
** მოტივირებული;
** ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების და მოსმენის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV- მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სასწავლო კურს (ებ)ის სილაბუს (ებ)ი ქართულ და ამავდროულად ინგლისურ ენაზე, თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** დარგის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლების შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. (ინგლისური ენის ცოდნა შესაძლოა დადასტურდეს შემდეგით: მოქმედი B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით და/ან ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში მოპოვებული ბაკალავრის/მაგისტრის/ დოქტორის აკადემიური ხარისხის ინგლისურენოვანი პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან პირი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ქვეყნის ოფიციალური ენა არის ინგლისური ენა.)
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 1 აგვისტო 2025 წ;
საბუთების მიღება: 2025 წლის 1 აგვისტოდან - 2025 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით;
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2025 წლის აგვისტო-სექტემბერი;
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1; (რიგ შემთხვევებში, კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში)
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|