Робота для біженців з України
რეკლამის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკლამის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას რეკლამის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეკლამო მასალების დასამზადებლად მომწოდებლების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის უზრუნველყოფა სარეკლამო პროდუქციით: შესაფუთი მასალები, ბანერი, სტიკერი, გარე რეკლამისთვის საჭირო ინვენტარი, ბრენდირებული აქსესუარები, უნიფორმები და ა.შ.
** სარეკლამო მასალების იაფად შესყიდვის მიზნით ტენდერის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში);
** რეგიონებში, მომხმარებლების სარეკლამო მასალებით უზრუნველყოფის მიზნით, ვიზიტი, რეკლამისთვის განკუთვნილი ადგილის აზომვა და ნახაზის შედგენა, სარეკლამო მასალის შერჩევა, სარეკლამო პროდუქციის დამზადების და მიწოდების უზრუნველყოფა, არსებული სარეკლამო მასალების განახლება და მონიტორინგი;
** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის დიზაინერებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Adobe პროგრამებიდან: Photoshop, Illustrator, Corel, რომელიმეს ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ავტომანქანის მართვა და შესაბამისად მართვის მოწმობა B კატეგორია;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი - სრული
** განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 სექტემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "რეკლამის მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე