Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654996&print=yes&view=jobs
 
პროდუქციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) მიმართულებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფარმაცევტული ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა;
** ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება და გაყიდვების ჯგუფთან ერთად განხილვა;
** პროდუქციის დეტალური შესწავლა, სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის დამუშავება;
** საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
** შეხვედრების, სამედიცინო-სამეცნიერო სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
** წამყვან ექიმ-სპეციალისტებთან პერსონალური ვიზიტების განხორციელება - მათთან სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებზე შეთანხმება;
** სამედიცინო წარმომადგენლებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით
** გაყიდვების გუნდისთვის სატრენინგო მასალის მომზადება და პერიოდული ტრენინგების ჩატარება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
** პორტფელის გაყიდვების პროგნოზირებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა; ორგანიზებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** ცვლილებების მიმართ სწრაფი ადაპტირების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
** სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/765569c2c52fbee647b6f10e0824c393

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.08.2025 წ.

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია