დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი/ჯგუფის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ავერსი-რაციონალი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (ჯგუფის ხელმძღვანელის) პოზიციაზე, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) მიმართულებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** საჭიროების მიხედვით, ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში;
სამუშაო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კონკურენტების მხრიდან დაგეგმილი და/ან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის
** ორმაგი ვიზიტები სამედიცინო წარმომადგენელთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში, სამედიცინო წარმომადგენლის მუშაობის კონტროლისა და შემდგომი განვითარების მიზნით
დარგის ლიდერ ექიმებთან (KOL) კომუნიკაცია
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით, ადგილზე არსებული სიტუაციის ანალიზი და სამოქმედო გეგმის შედგენა სამედიცინო წარმომადგენლისთვის
** ექიმების მონაცემთა ბაზის ფორმირება (ბაზების კონსოლიდაცია)
** სამედიცინო ობიექტებისა და აფთიაქების მონაცემთა ბაზის ფორმირება (ბაზების კონსოლიდაცია)
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ** ორგანიზება და მონაწილეობის მიღება
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
** პორტფელის გაყიდვების პროგნოზირებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა; ორგანიზებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური და შედეგიანი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირება
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას
პირობები:
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/7a62364a911974e8fb5cc75a8cae2479
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.08.2025 წ.
შენიშვნა:
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|