Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) მიმართულებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში;
** ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
** საპრომოციო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** კონკურენტული უპირატესობების ცოდნა, კონკურენტული გარემოს შესწავლა, კონკურენტების მხრიდან დაგეგმილი და/ან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის
** ბაზრისთვის საინტერესო პროდუქტებზე, სამედიცინო პერსონალისგან ინფორმაციის შეგროვება
** ექიმების მონაცემთა ბაზის ფორმირება
** სამედიცინო ობიექტებისა და აფთიაქების მონაცემთა ბაზის ფორმირება
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ** ორგანიზება და მონაწილეობის მიღება
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველკვირეულად
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა; დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე

სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/bb428be5e913cb546c4e62390bfb15c8

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.08.2025 წ.

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე