დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
"ევროპის უნივერსიტეტის" კამპუსი აცხადებს ტექნიკური მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ირინა ენუქიძის N5;
** გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00-14:00 საათი;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
ძირითადი მოვალეობები:
** კამპუსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობის უზრუნველყოფა;
** კამპუსის ელექტრო, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების უწყვეტი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური სისტემების პერიოდული შემოწმება და მოვლა;
** დაზიანებების დროული იდენტიფიცირება და პრობლემის აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა);
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel ძალიან კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 11 აგვისტო.
|
|
|
|