Робота для біженців з України
რესეფშენის მასპინძელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესეფშენის მასპინძელი
მომწოდებელი: სასტუმრო Address Inn Tbilisi
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სასტუმრო "Address Inn Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის მასპინძლის პოზიციაზე თბილისში.

მუშაობის დაწყება საჭიროა 1 სექტემბრიდან
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორჯერ, 17:30 სთ-დან - 09:30 სთ-მდე (სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია შეთანხმება დამატებით დღეზე/დღეებზე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, არტურ ლაისტის N4 (ორთაჭალა, ასტორიასთან)
სასტუმროს ლინკი: https://www.booking.com/Share-DMcFf6

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება, გასტუმრება
** სტუმრებთან თავაზიანი კომუნიკაციის წარმართვა
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადო წესით მიწოდება
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Booking.com და მსგავს საიტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა სტუმრების მიღებისთვის შესაბამის საკომუნიკაციო დონეზე
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალების მიმართ ყურადღება
** კომუნიკაბელურობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას
** ვიზიტორების არყოფნის შემთხვევაში, ღამით დაძინების შესაძლებლობას
** მშვიდ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

ანაზღაურება: ერთი ცვლა (ნამუშევარი ღამე) 60 + ლარი

სასტუმრო "Address Inn Tbilisi" -ს მიერ შეთავაზებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 555213323, ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.მისამართზე: office.addressinnhotel@gmail.com. გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რესეფშენის მასპინძელი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე