Робота для біженців з України
კომერციული უძრავი ქონების ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული უძრავი ქონების ბროკერი
მომწოდებელი: Lealtor
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"Lealtor" — საინვესტიციო უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც 2023 წელს დაარსდა. ჩვენი მომსახურება ვრცელდება თბილისზე და მის შემოგარენზე. ვმუშაობთ არამხოლოდ კომერციულ და საცხოვრებელ ობიექტებზე, არამედ საინვესტიციო მიწის ნაკვეთებზეც.

"ლეალტორი" ეძებს გუნდის ახალ წევრს - კომერციული უძრავი ქონების ბროკერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება: გამომუშავებით

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ და უკვე არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კლიენტების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** ჩვენ პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებსა და მომხმარებელს შორის მოლაპარაკების წარმოება;
** ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზების გაფართოება;
** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება;
** მოძიებული ქონების საიტებზე განთავსება;
** ინდივიდუალური ბაზის შექმნა და დამუშავება;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კომპანიის მაღალ მარკეტინგულ ბიუჯეტს მომხმარებლის მოსაზიდად;
** წვდომას უძრავი ქონების აგენტების ფართო აუდიტორიაზე;
** მარკეტინგისთვის გამოყოფილი დიდი ბიუჯეტი თითოეული აგენტისთვის;
** იურიდიული და ბუღალტრული მხარდაჭერა;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** კომფორტული სამუშაო სივრცე;
** კარიერული ზრდისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო და მობილური ინტერნეტი;
** თითოეული აგენტისთვის ინდივიდუალური ლეპტოპი;
** კომპანიის ვებ-გვერდზე აგენტის ინდივიდუალური ბაზა
** კონკურენტული საპროცენტო განაკვეთი

თუ გაქვს ინტერესი გაყიდვების მიმართულებით, გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lealtor.ge. წერილის თემაში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება (კომერციული უძრავი ქონების ბროკერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია "ლეალტორი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ლეალტორმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე