Робота для біженців з України
კონკურსი - ა კატეგორიის აფილირების შეთანხმებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი - ა კატეგორიის აფილირების შეთანხმებით
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 654919_danarti_5976003.zip
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) (შემდგომში - "სეუ") 2025 წლის 1 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით "ა" კატეგორიის აფილირებული ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საკონკურსო ვაკანსია

** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)
** დარგი/სწავლის სფერო - ფსიქოლოგია

პირი, კონკურსში მონაწილეობით გამოხატავს თანხმობას, მითითებულ აკადემიურ თანამდებობაზე მისი არჩევის შემთხვევაში, გააფორმოს სეუ-სთან შეთანხმება "ა" კატეგორიის აფილირების პირობებით, სეუ-ს რექტორის 2020 წლის 3 სექტემბრის №493 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების წესი"-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

საკონკურსო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს საკონკურსო დარგის/სფეროს შესაბამისი სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და წარმოადგენს:

1. აკადემიური საქმიანობის ხედვას;
2. ფსიქოლოგიის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამების შესაბამის სილაბუსებს;
3. სამწლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვას, შეფასების მიზნით [შეფასება მოხდება გარე შემფასებლების/ ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით];
4. ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს, შეფასების მიზნით [შეფასება მოხდება სეუ-ს რექტორის 2020 წლის 3 სექტემბრის №494 ბრძანებით დამტკიცებული "შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პერსონალის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოსა და შესაბამისი აქტივობების მიხედვით დასაგროვებელი ქულების ოდენობებით" დადგენილი წესით და მის შესაბამისად, კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 25 ქულა];
5. ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ დოკუმენტს:
5.1. ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს;
5.2. ინგლისურ ენაზე საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
5.3. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ ერთ-ერთ შემდეგ სერტიფიკატს: Cambridge English First (FCE) / BEC Vantage / IELTS 5-6.5 / TOEFL iBT 87-109 / Michigan ECCE / PTE General Level 3 / PTE Academic 59-75 / Trinity ISE II / UNIcert / EnglishScore.
კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ წარმოადგენს/დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას, ვალდებულია ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება სეუ-ს მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება სეუ-ს მიერ.

თუ საკონკურსო მოთხოვნებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიის რაოდენობას, გამარჯვებულის შესარჩევად უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება:

1. უცხოეთის (ევროპის ან აშშ) უნივერსიტეტში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
4. საერთაშორისო კონფერენციებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
5. სამეცნიერო გრანტები და სტიპენდიები;
6. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** კონკურსანტის განცხადება, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** მოთხოვნის შესაბამისი არანაკლებ 2 სასწავლო კურსის სილაბუსი (ელექტრონულ ფორმატში);
** საკონკურსო დარგის/სფეროს შესაბამისი სამწლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა/პროექტი;
** ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში;
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** შესაბამის დარგში პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ";
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი სხვა დამატებითი დოკუმენტები.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@seu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ საკონკურსო ვაკანსია და მიმართულება. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 - 21 (შიდა)

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპები:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. ტესტირება ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში);
3. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2025 წლის 1 სექტემბრიდან - 8 სექტემბრის ჩათვლით;
2. კონკურსანტების საბუთების გადარჩევა: 2025 წლის 9 სექტემბერი;
3. ტესტირება ინგლისურ ენაში: 2025 წლის 10 სექტემბერი;
4. კონკურსანტებთან გასაუბრება: 2025 წლის 12 სექტემბერი;
5. კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 15 სექტემბერი;
6. აპელაციების/საჩივრების მიღება: 2025 წლის 16 სექტემბერი;
7. აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2025 წლის 17 სექტემბერი;
8. კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 18 სექტემბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.seu.edu.ge

აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსით არჩეული პირის შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განსაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, "ა" კატეგორიის აფილირების შეთანხმების პირობების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

** კონკურსანტის განცხადება
** კონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/dokumentatsia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე