დასახელება:
ღამის ცვლის მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
სასტუმრო "Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მიღება-განთავსების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ღამის ცვლის მიღება-განთავსების სუპერვაიზერის მოვალეობები:
** სასტუმროში სტუმრის მიღება-განთავსება
** სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა
** ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა და მონიტორინგი
** სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად
** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია
** ყოველდღიური აუდიტის წარმოება, საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების შესრულება
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით
** დეპარტამენტის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შემუშავებაში ჩართულობა
ძირითადი მოთხოვნები:
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა
** საოფისე პროგრამების ფლობა
** გუნდური მუშაობისა უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური
** ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი
** სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული
18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: Vacancy@hgitbilisi.com . გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|