დასახელება:
სტაჟიორი - ბექ-ოფისის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
რიონი კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
გადადგი პირველი ნაბიჯები საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კარიერის დასაწყებად
ახალდაფუძნებული საბროკერო კომპანია თბილისში ეძებს ბექ-ოფისის თანამშრომელს სტაჟიორის პოზიციაზე.
თუ ხარ: დეტალებზე დაკვირვებული, გიყვარს ციფრებთან მუშაობა და გსურს განვითარება ფინანსების სფეროში — ეს შენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
ძირითადი ვალდებულებები:
** ბექ-ოფისის აღრიცხვის წარმოება ფინანსური ბაზრების ოპერაციებზე (როგორც დილერის, ასევე კლიენტების პოზიციებზე);
** ყოველდღიური კომუნიკაცია ტრეიდერებთან და ბუღალტერიასთან ანგარიშგება ბექ-ოფისის ხელმძღვანელთან;
** ანგარიშგების მომზადება, ბალანსების და გაანგარიშებების კონტროლი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (მე-4 კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი)
** ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტრის ან გამოყენებითი მათემატიკის სპეციალიზაცია
** კარგი მათემატიკური ცოდნა და ლოგიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე, სტრესის მიმართ გამძლეობა
** ქართული და რუსული — (აუცილებელი, )ინგლისური — უპირატესობაა
პირობები:
** სრული განაკვეთი, 8-საათიანი სამუშაო დღე, მუშაობა ოფისიდან (თბილისში)
** ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად
** ანაზღაურება ნომინირებულია აშშ დოლარში
** 28 სამუშაო დღიანი შვებულება წელიწადში
** ადგილზე სწავლა და პროფესიული ზრდა სამუშაო პროცესში
ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება და თანამედროვე საბროკერო კომპანიის გუნდის წევრობა.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე info@rioni-capital.ge ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
|
|
|
|