Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს.

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს კომპანიას განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი მასშტაბური პროექტი, დღესდღეობით კი აქტიურად ვთანამშრომლობთ 350-ზე მეტ სახელმწიფო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიასთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/
შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 1 საათიანი დასვენებით
** სამუშაო ადგილი: ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი, თბილისი
** ანაზღაურება: 2000 ლარი + საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადის (6 თვე, იგივე ხელფასი) შემდგომ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან საჭიროებების ანალიზი და შეთავაზებების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა CRM-ში და ანგარიშგების მომზადება;
** "თბილ" და "ცივ" კონტაქტების ბაზასთან მუშაობა;
** შიდა და გარე დისტრიბუციასთან კონტაქთი და პროდუქტის მიწოდების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა;
** 1C მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ტექნიკური განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დამატებითი პლუსები:

გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან არის საპროექტო გაყიდვებზე გადასვლის პერსპექტივა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge 30 აგვისტომდე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე