Робота для біженців з України
მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: Hubs.ge
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი და e-commerce პლატფორმა "Hubs.ge" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

"Hubs.ge" არის სპორტული ეკიპირების ბრენდების - ნაიკი, ადიდასი, პუმა, მაკრონი - ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც გააჩნია როგორც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა, ისე ფიზიკური მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო პროცესს;
** ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ ჯგუფში მუშაობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გარემოს.

სამუშაო ადგილი:

კონსულტანტი საბურთალოს ფილიალში: ქ. თბილისი, საბურთალო, ასათიანის 7ა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-20:00 სთ. შესვენება 15:00-16:00.

კონსულტანტი გლდანის ფილიალში: ქ. თბილისი, გლდანი, თენგიზ შეშელიძის 88
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-20:00 სთ. შესვენება 15:00-16:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის კვალიფიცირებული კონსულტაცია პროდუქციის შერჩევისას;
** მომხმარებლის მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი;
** პროდუქციის დალაგების წესისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.
** ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისათვის (რეპორტინგი);
** სფეროში არსებული სიახლეების მეთვალყურეობა და დანერგვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილის ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** პოზიტიური მიდგომა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

Hubs.ge-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ hubs.ge უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას hubs.ge-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: contact@hubs.ge. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე