Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის პოზიციაზე:

დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს მერჩენდაიზერის საქმიანობას:

** დახლმაცივარში პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების პრიორიტეტების გათვალისწინება;
** პროდუქციისთვის გამოყოფილი ადგილების კონტროლი;
** მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2025 წლის 15 აგვისტომდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@liderfood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშვებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე