დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
თუ გაქვს საწყობის მართვის და ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვების წარმოების გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი სამუშაო ლოკაცია ლილოში შენთვის მისაღებია "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ საწყობის მენეჯერის პოზიციაზე!
რა იქნება შენი მთავარი მიზანი:
** საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ხარისხიანი მასალების დროულად და დაბალ ბიუჯეტში შესყიდვა
მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:
** შესყიდვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება ხელსაყრელ ფასად;
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან, ახალი მომწოდებლების მოძიება, მომწოდებელთა ბაზის წარმოება;
** შეკვეთების დროული მიწოდების ვადების კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში მასალების მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა;
** ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
** შეკვეთების გადაზიდვების განხორციელება და კონტროლი;
** შემოსული პროდუქციის მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება;
** მარაგების მართვა და ნაშთების კონტროლი; საწყობის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება;დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** საწყობის აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი;
** საწყობში უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა.
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 2000-2500 ლარი, დამოკიდებულია გამოცდილებაზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ავტომობილის საწვავის და ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** CRM პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/warehousemanager/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|