Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654755&print=yes&view=jobs
 
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: საქართველოს საფონდო ბირჟა
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
კომპანიების ჯგუფის - საქართველოს საფონდო ბირჟა, თბილისის საფონდო ბირჟა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, ფინანსური დირექტორი (CFO) იქნება აღმასრულებელი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი პასუხისმგებელი საფონდო ბირჟის ფინანსური, ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და სახსრების მართვის ყველა მიმართულებაზე. CFO შეასრულებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ოპერაციულ როლს ბირჟის განვითარებაში: შეუწყობს ხელს ინსტიტუციურ ზრდას, უზრუნველყოფს რეგულაციების დაცვას და შექმნის ფინანსურ საფუძველს მდგრადი და ინვესტორებისთვის სანდო ბაზრის პლატფორმისთვის.

იდეალური კანდიდატი უნდა ფლობდეს როგორც ფინანსურ და ბუღალტრულ ტექნიკურ ცოდნას, ასევე ჰქონდეს სიღრმისეული წარმოდგენა კაპიტალის ბაზრების, ოპერაციული ეფექტიანობისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

თანამდებობის დასახელება: კომპანიების ჯგუფის - საქართველოს საფონდო ბირჟა, თბილისის საფონდო ბირჟა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, ფინანსური დირექტორი (CFO)

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს (CEO)
სტატუსი: სრული განაკვეთი
დონე: აღმასრულებელი მენეჯმენტი

ფინანსური დირექტორი (CFO) იქნება აღმასრულებელი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი პასუხისმგებელი საფონდო ბირჟის ფინანსური, ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და სახსრების მართვის ყველა მიმართულებაზე. CFO შეასრულებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ოპერაციულ როლს ბირჟის განვითარებაში: შეუწყობს ხელს ინსტიტუციურ ზრდას, უზრუნველყოფს რეგულაციების დაცვას და შექმნის ფინანსურ საფუძველს მდგრადი და ინვესტორებისთვის სანდო ბაზრის პლატფორმისთვის.

იდეალური კანდიდატი უნდა ფლობდეს როგორც ფინანსურ და ბუღალტრულ ტექნიკურ ცოდნას, ასევე ჰქონდეს სიღრმისეული წარმოდგენა კაპიტალის ბაზრების, ოპერაციული ეფექტიანობისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


** ფინანსური დეპარტამენტისა და მასთან დაქვემდებარებული მიმართულებების მართვა;
** კომპანიაში არსებული შიდა კონტროლისა და რისკების მართვის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი, მართვა;
** კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** მოგება - ზარალის ანგარიშგების სტატისტიკის შემუშავება, წარდგენა;
** კომპანიაში არსებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების შემუშავება, მართვა;
** საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მინ. 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსურ მართვაში, სასურველია საბანკო ან საფინანსო სფეროში;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** ნორმატიული აქტებისა და კანონების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის საფინანსო საქმიანობას.
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.

hr@tse.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია