Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა ანიმა
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა "ანიმა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატურის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N93
საკონტაქტო ნომერი: 995 322 11 00 08
ანაზღაურება: 1250 ლარი გადასახადების ჩათვლით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე hr@animaclinic.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი თქვენს მიერ.

გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე