დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი CTH
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-დან - 18:00- საათამდე.
ლოკაცია: გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11.
ფუნქცია - მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირთან გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** საოფისე მარაგების მონიტორინგი/შეძენის უზრუნველყოფა;
** ინტერნეტ და სატელეფონო პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის მეილის მართვა. შემოსული ინფორმაციის შესაბამის პირთან გადამისამართება.
** კომპანიის კორესპონდენციის მართვა: მიღება/გაგზავნა;
** სამეურნეო ხარჯების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა და ოპერატიულობა;
** პუნქტუალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|