დასახელება:
მოლარე-რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
ენმედიცი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
კლინიკა ენმედიცი აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა ლავრენტი მანაგაძის ქ.N 3 (ყოფ. წინანდლის ქ. N 9-11)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** დასაქმების ისტორია - (გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესობად.)
** MS Office-ს კარგი ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში, ანგარიშსწორება მაქსიმალური სიზუსტით მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვით.
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, არქივაცია/შენახვა არსებული წესების დაცვით.
დამატებითი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-დან 15:00-მდე.
ანაზღაურება: 1100 ლარი (net)
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|