დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
ენმედიცი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: ლავრენტი მანაგაძის ქ.N 3 (ყოფილი - წინანდლის ქ. N 9-11)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** დასაქმების ისტორია - (მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** სამედიცინო ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათების აღრიცხვა/დახარისხება შესაბამისი წესის დაცვით;
** ექიმებისთვის სამედიცინო ბარათის მიწოდების დროული უზრუნველყოფა/წესებისა და სტანდარტების დაცვით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დაცულობის უზრუნველყოფა არასანქცირებული წვდომებისგან/ კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა.
დამატებითი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 800 ლარი (net)
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|