Робота для біженців з України
რესეფშენის თანამშრომელი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესეფშენის თანამშრომელი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"NB Dental - ნინო ბერიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის თანამშრომლის (ადმინისტრატორის) პოზიციაზე

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. N1 (ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება კომპანიის სტანდარტის მიხედვით და რეგისტრაცია
** შემოსული ელ. შეტყობინებების მონიტორინგი და დროული რეაგირება
** ცხელ ხაზთან აქტიური კომუნიკაცია
** ვიზიტების დაგეგმვა და ექიმებთან კოორდინაცია
** პაციენტების მონაცემთა დამუშავება დენტოსის პროგრამაში
** სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა/მიღება
** ფინანსური ოპერაციების კონტროლი (გადახდები, ქვითრები)
** კლინიკის გაღება/დაკეტვა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად

მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომუნიკაბელურობა
** კეთილგანწყობა
** ხარისხზე ორიენტირებული სერვისის მიწოდება
** სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა

ჩვენთან გთავაზობთ:

** 36-საათიან სამუშაო გრაფიკს, კვირაში 5 დღე
** ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად
** ჩვენს სერვისებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებს
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა სამი თვის შემდეგ
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე career@nbdental.ge

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე