დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
NB Dental
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
"NB Dental - ნინო ბერიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!
კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. N1 (ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (ონლაინ/ტელეფონით)
** საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება
** ახალი პაციენტების მოზიდვა და არსებული ბაზის მართვა
** უკუკავშირის მიღება და პროცესი გაუმჯობესებაში ჩართულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსებს
** პროფესიულ ზრდას და ტრენინგებს
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს პრემიუმ კლინიკაში
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე career@nbdental.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებებას!
|
|
|
|