Робота для біженців з України
ქოლცენტრის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"NB Dental-ნინო ბერიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც წარმართავს ქოლ-ცენტრის ოპერაციებს და ეფექტურად მართავს გუნდს.

სრული სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლცენტრის ყოველდღიური ოპერაციების შედგენა, მართვა
** ოპერატორების გრაფიკების შედგენა, მონიტორინგი და დატვირთვის განაწილება
** შემომავალი და გამავალი ზარების ხარისხის კონტროლი (ზარების მოსმენა, უკუკავშირი)
** სტანდარტული სქრიპტებისა და კომუნიკაციის პროცედურების დანერგვა
** გუნდის წევრების სწავლება, მოტივაცია და განვითარება
** ჩაწერების ეფექტიანობის, ვიზიტების შევსებისა და KPIs ანალიზი
** რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის (დღიური/კვირეული/თვიური მაჩვენებლები)
** პაციენტების უკუკავშირის მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე (სასურველია ჯანდაცვის სფეროში) - დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის პოზიციაზე გამოცდილ კანდიდატებს;
** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის ძლიერი უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე მოტივირებული
** საოფისე პროგრამების და CRM სისტემების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და რუსული - სასურველი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას გუნდის შედეგებზე დაყრდნობით
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას — მონაწილეობა კლინიკის სტრატეგიულ განვითარებაში
** მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას
** კომფორტულ, კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
** თანამედროვე სამუშაო ტექნოლოგიებსა და CRM სისტემებს
** ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას კლინიკის შიგნით

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე career@nbdental.ge

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე