Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა", კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურება;
** შემოსული ზარების მიღება, მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ჩამოსული გზავნილებზე ინფორმაციის გაცემა;
** კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
** აიდენტიფიცირებს კლიენტის საჭიროებას და უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებას;
** ელექტრონული არხებით მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** უზრუნველყოფს პროდუქტების და მომსახურების გაყიდვას;
** საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 17 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე