დასახელება:
ესთეტიკური მიმართულების გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
BTL
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
საერთაშორისო სამედიცინო კომპანია "BTL"-ი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკური მიმართულების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "BTL"-ი 30 წელზე მეტია მსოფლიოში ავითარებს სამედიცინო და ესთეტიკურ სექტორს და ასევე 85 ქვეყანაში ჰყავს პირდაპირი წარმომადგენლობები.
მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
** იძიოს გაყიდვის ახალი შესაძლებლობები ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით და გააფართოოს მომხმარებელთა სია;
** წარმოადგინოს, განავითაროს და გაყიდოს კომპანიაში წარმოებული დანადგარები ესთეტიკურ კლინიკებში, სილამაზის სალონებში;
** შექმნას და გააგრძელოს ახლო-საქმიანი ურთიერთობები კლიენტებთან;
** კლიენტებისთვის ჩაატაროს დანადგარების პრეზენტაცია და დემონსტრაცია;
** რეგულარულად შეასრულოს ან გადააჭარბოს დასახული გაყიდვების გეგმა;
** თვალი ადევნოს კონკურენტების აქტივობებს ადგილობრივ ბაზარზე;
** იმუშაოს CRM სისტემაში და კლიენტების მონაცემების ბაზასთან;
** წარადგინოს გაყიდვების მოსალოდნელი პროგნოზი და ასევე ჩააბაროს ანგარიში ზემდგომ უფროსობასთან.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირებაში, გაყიდვების მიმართულებით;
** სამედიცინო განათლების მქონე პირებს მიენიჭება უპირატესობა;
** სამედიცინო ან ესთეტიკურ მედიცინაში გაყიდვების გამოცდილება - 1 წელზე მეტი;
** მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტებთან კომუნიკაციის და პრეზენტირების უნარი - უმაღლეს დონეზე;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გაყიდვების ეფექტური მართვის უნარი - უმაღლეს დონეზე;
** ბაზრის ანალიზი და ეფექტური სტრატეგიების შექმნა - უმაღლეს დონეზე;
** მზაობა მოკლე და გრძელ ვადიან მივლინებებში გამგზავრება და ადგილობრივ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა;
** Microsoft Office-ის, Google Sheet-ის და CRM სისტემების ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა - მაღალ დონეზე, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - სავალდებულოა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო დრო: 9:00-18:00 (1 საათი შესვენება)
** შვებულების ხანგრძლივობა: 24 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: შეთანხმებით
საკონტაქტო ელფოსტა: believig@btlnet.com
|
|
|
|