Робота для біженців з України
კონსულტანტი, პროექტების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი, პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: სმართ ჰოუმ სოლუშენს
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
შპს "სმარტ ჰოუმ სოლუშენს", რომელიც სპეციალიზებულია ჭკვიანი სახლის ავტომატიზაციის, ვიდეოთვალთვალის და უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში იწვევს სპეციალისტებს სხვადასხვა მიმართულებით.

კომპანია "სმართ ჰოუმ სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, შავშეთის 27 (გორგიას ტერიტორია)
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (12:00-20:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული, ბონუსი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

** სანდო და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს, თუ გყავთ არასრულწლოვანი შვილები.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ ერთ უცხო ენის ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება განიხილება სტუდენტებიც;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.

2. პროექტების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, შავშეთის 27 (გორგიას ტერიტორია)
სამუშაო გრაფიკი: 40 სთ კვირაში
ანაზღაურება: ფიქსირებული, ბონუსი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

ძირითადი მოვალეობები:

** ჭკვიანი სახლის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.;
** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი და დოკუმენტირება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** ჭკვიანი სახლის სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** უცხო ენების ცოდნა;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

დამუშავება/შენახვა განხორციელდება 2 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე office@shs.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე