Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Ornament Properties
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"Ornament Properties" სპეციალიზებულია დეველოპერული საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვაში საქართველოს მასშტაბით. ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერებთან (Archi, Metropol, X2 Development, etc...) და ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს სანდო, თანამედროვე და საინვესტიციოდ მიმზიდველ ახალაშენებულ ბინებს.

ვეძებთ მოტივირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც მზად არის იმუშაოს დინამიკურ გარემოში და წვლილი შეიტანოს კომპანიის ზრდასა და განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** დეველოპერული საცხოვრებელი ბინების სელექცია და შეთავაზება
** კლიენტებთან კომუნიკაცია და სრულყოფილი მომსახურება გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე
** ინტერესის დაფიქსირებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პროცესის მართვა
** ბაზრისა და პროექტების ანალიზი, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა
** მჭიდრო თანამშრომლობა გუნდის წევრებთან და მარკეტინგის განყოფილებასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება და წარმატებული შედეგების ისტორია
** მოლაპარაკების და კომუნიკაციის მაღალი უნარი
** საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისა და დეველოპერული სექტორის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია
** აუცილებელია გამართული ტელეფონის და კომპიუტერის (ლეპტოპის ან პერსონალური კომპიუტერის) ქონა

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ საკომისიო ანაზღაურებას თითოეულ გაყიდვაზე
** წვდომას თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების ინსტრუმენტებზე
** პროფესიულ ტრენინგებს და ბაზრის ტენდენციებზე ინფორმირებულობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჰიბრიდული (ნაწილობრივ დისტანციური) სამუშაო ფორმატი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: info@ornamentproperties.ge და გახდით ჩვენი გუნდის წევრი.

"Ornament Properties" - დეველოპერული საცხოვრებელი უძრავი ქონების სანდო პარტნიორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე