დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
მეტრომარტი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
გიწვევთ "მეტრომარტში" მოლარის პოზიციაზე
კომპანია "გრინ სთორი" (ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "მეტრომარტი") ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე.
ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი, რაც მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის ფართო არჩევანს.
გსურს სამუშაო მზარდ კომპანიაში? შემოგვიერთდი "მეტრომარტის" გუნდში!
მდებარეობა: სადგურის მოედანი N2
სამუშაო გრაფიკი ცვლაში:
** ერთი დღე - 10:00-18:00
** მეორე დღე - 13:00-21:00
** 1 საათი შესვენება
** დასვენება კვირაში, ერთი სრული და ერთი ნახევარი დღე.
ანაზღაურება: 850 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა. ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ასვე 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ
გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** 20%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შეღავათებს კომპანიის პროდუქციაზე
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@metromart.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე"
ან დაგვიკავშირდი: 599-876-524
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|