დასახელება:
ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ფინანსური ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
გსურს შეუერთდე გუნდს, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანური ღირებულებებია?
თან ჩვენ არ გთხოვთ რაიმე კონკრეტულ გამოცდილებას - მთავარია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გქონდეს.
არც აუცილებლად ოფისიდან მუშაობას ვითხოვთ - პირველი თვის შემდეგ, შესაძლოა ნებისმიერი ფორმა გვქონდეს შეთანხმებული.
არც ენების ცოდნას, და არც ექსელთან ახლო მეგობრობას
პოზიცია: ოპერატორი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი (თუ ოფისიდან მუშაობა გირჩევნია), ან ნებისმიერი ლოკაცია, თუ ონლაინ უფრო კომფორტულია. შესაძლებელია გრაფიკის და ფორმატის სრულად ინდივიდუალურად შეთანხმება.
პიროვნული თვისებები:
** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიურად დავალიანების მქონე კლიენტებთან კომუნიკაცია თანხების ჩარიცხვის მიზნით, კომპანიის ახალი კლიენტების შემოწმება დებიტორული დავალიანების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** დებიტორულ მოთხოვნებზე გრაფიკების ცხრილების წარმოება, მუდმივი მონიტორინგი, შეხსენება გადახდებზე და ჩარიცხვების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** სხვა შესაბამისი აქტივობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავაჭრო მოთხოვნების დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, ან ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა
II ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან
III ეტაპი: სამაგიდო თამაშის თამაში ჩვენს გუნდთან ერთად
თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: Tamar.Arveladze@FinLab.ge. სათაურის ველში გთხოვ, მიუთითო ვაკანსიის დასახელება, ხოლო მეილში - სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.
|
|
|
|