დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სანზონა, თორნიკე ერისთავის #9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში ორი შაბათი -10:00-14:00
ანაზღაურება: 2500 ლარი (მზარდი)
მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესაბამისად შერჩევის პროცესის სრული ციკლის კოორდინირება;
** შრომითი ხელშეკრულებების დამუშავება და სახელშეკრულებო პროცესის მართვა/კოორდინირება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება /კოორდინირება;
** Payroll პროცესების მართვა/კოორდინირება
** საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: HR@jibe.ge. ელექტრონული წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|