Робота для біженців з України
ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში დანერგილი პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა შემდეგ სტანდარტებთან: PCI DSS, ISO 27001;
** რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირება, ინციდენტების ანალიზი, ანგარიშების შედგენა, დეტექციური და პრევენციული მექანიზმების დანერგვა.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების ან შესაბამისობის (Compliance) პოზიციაზე;
** ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების (ISMS) კარგი ცოდნა;
** უსაფრთხოების სტანდარტებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ანალიტიკური უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** სხვადასხვა ტიპის დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ინიციატივა, პიროვნული თვითგანვითარება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა და დროის მართვა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 აგვისტო, 2025

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე