Робота для біженців з України
ენერგეტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"შინაგან საქმეთა სამინისტროს" ლოჯისტიკის დეპარტამენტის ექსპლუატაციის სამმართველოს ზედამხედველობისა და ექსპლუატაციის სამსახური აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო რეჟიმი: ნორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 2200 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. N10
ვაკანსიის რაოდენობა: 1 (ერთი)
განაცხადის წარდგენის ვადა: კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
** ენა: სახელმწიფო ენის ფლობა;
** განათლება: სრული ზოგადი;
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკა ან მსგავსი სამუშაოების წარმოების უფლების მიმნიჭებელი სერტიფიკატები;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში უზრუნველყოფს მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრო გაყვანილობების, გენერატორების, ძალოვანი და შიდა გაყვანილობის კარადების და ელექტრო აგრეგატების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ცენტრალური ქსელიდან მოწოდებული ელექტრო ენერგიის გადართვას ერთი მიმართულებიდან მეორეზე, ასევე დიზელ-გენერატორებით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარებას;
გ) მოთხოვნის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ობიექტების კომუნიკაციებზე და მოწყობილობებზე წარმოქმნილი დაზიანებების და ხარვეზების აღმოფხვრას ან/და კონტრაქტორი ფირმების მიერ წარმოებულ სამუშაოებზე კონტროლს;
დ) ზედამხედველობას და კონტროლს უწევს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში ელექტრო სისტემის გამართულ მუშაობას;
ე) დროულად ახდენს ელექტრო სისტემების სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და უზრუნველყოფს მათ ხარისხიანად შესრულებას;
ვ) ახორციელებს დიზელ-გენერატორების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებას ჩამოწერის მიზნით;
ზ) ზედამხედველობას უწევს ობიექტზე დასაქმებული ელექტრიკოსების საქმიანობას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე/CV
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან სერტიფიკატის ასლი

სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სპეციალური კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და სპეციალური შემოწმება.

შენიშვნა: გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება CV-ში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ელფოსტაზე: HR.vacancy@mia.gov.ge. სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე