Робота для біженців з України
KA მენეჯერის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: KA მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას KA მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის წერტილების მიხედვით ყოველდღიური სტატისტიკური ანალიზის ჩატარება;
** არსებული და პოტენციური პარტნიორების საკონტაქტო ბაზის შექმნა/განახლება, ახალი ქსელური მარკეტების მოძიება და შეთავაზების წარმოება;
** ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ასორტიმენტის, ფასის შესაბამისი პროდუქციის კომპანიისთვის მომგებიანად ქსელში წარმოდგენის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შეთანხმებული პლანოგრამისა და უწყვეტობის გარანტირების მიზნით შეკვეთების ინიცირება, შეკვეთების ანალიზი;
** ქსელებისგან მიღებული შეკვეთების გადამისამართება ოპერატორთან, ზედნადებების ფასთან მიმართებაში კონტროლი, მიწოდების განრიგის კონტროლი;
** კომპანიის მიერ დამტკიცებული ახალი ასორტიმენტის პარტნიორის ქსელში სწორად და ეფექტურად დანერგვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი მარკეტინგული კალენდარის შესაბამისად, ქსელებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი;
** პროდუქციის ქსელიდან დაბრუნების მიზეზების იდენტიფიცირება, კომპანიისთვის მაქსიმალურად მომგებიანი შედეგის უზრუნველყოფა აღნიშნული მიმართულებით, უკან დაბრუნებული პოზიციების კონტროლი/დადასტურება;
** ბაზრის რეგულარული კვლევა და შედეგების დამუშავება ფასთან, ხარისხთან და ასორტიმენტთან მიმართებაში;
** შესყიდვების დეპარტამენთან კომუნიკაციის გზით საწყობის ნაშთების კონტროლი;
** მერჩენდაიზერების გრაფიკის გადანაწილება და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** Office პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. (სასურველია);

დამატებითი პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის დაგეგმვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
** ანაზღაურება: 2500 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@reneco.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე