Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი/პრესელერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრესელერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია, შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრესელერის) პოზიციაზე ზუგდიდში.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti (Chupa Chups) campina, ehrman, Choco pie, anakom, Hochland, white bear, Cherkizovo, Ramensky, Don johns, pasteroni, Orbetros, - საერთაშორისო ბრენდებს.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://diplomatholding.com.ge/

ძირითადი მოთხოვნები:

** იმავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
** მართვის მოწმობაBB კატეგორია;

მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
** შეკვეთის სწორი გაფორმება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია.
** ულიმიტო სასაუბრო დრო.

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: zugdidi@holding.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე