დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
კლიონ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
სავაჭრო კომპანია შპს "კლიონ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 8
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დოკუმენტაციის სამართლებრივი რევიზია;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა;
** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
სამუშაო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება სავაჭრო კომპანიაში მუშაობის;
** კონტრაქტებთან მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება შემოწმებების მხარდაჭერასა და მათი შედეგების გასაჩივრებაში;
** მოლაპარაკების უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** აკადემიური წერის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე როგორც ქართულ ენაზე ასევე რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kokoeva.t@kliongroup.com ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|