დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ნეოგაზი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და ეძებ სამსახურს კომპანია "ნეოგაზი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
https://neogas.ge/ka/;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხელმძღვანელისა და თანამშრომლების დროულად და უსაფრთხოდ გადაყვანა, როგორც თბილისში ასევე მივლინების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
** ავტომანქანის გამართულ-ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროებისამებრ, კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით მისი უსაფრთხო მუშა მდგომარეობისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოქმედი მართვის მოწმობა "B კატეგორია";
** ქალაქის და რეგიონების კარგად ცოდნა და კოორდინაცია;
** სასურველია მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება მძღოლად მუშაობის.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო საათები: 9:30სთ-18:30სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge არ დაგავიწყდეთ ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, გისურვებთ წარმატებას .
მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
შპს "გაზ ენდ პეტროლ კომპანი" პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე - hr@neogas.ge
|
|
|
|