დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Argos Consulting
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
"Argos Consulting" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, პერიოდულად 2-5 დღიანი მივლინებები რეგიონში.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1700 - 2500 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმრო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
** უმაღლესი განათლება
** MS Office-ის, Word, Excel, Powerpoint საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია - ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია - სახანძრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია - მართვის მოწმობა (B კატეგორია);
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო და საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში შრომის უსაფრთხოებაზე ხარისხის კონტროლი;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მისთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება;
** საფრთხის შემცველი გარემოებების და რისკების კონტროლი;
** დამცავი საშუალებების და აღჭურვილობის გამოყენების წესების კონტროლი;
** უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება.
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარული ორგანიზება, ჩატარება, და თანამშრომლების ცოდნის შემოწმება;
** რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ობიექტის ხელმძღვანელობასთან რეპორტინგის წარმოება;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ აპლიკაცია, რეზიუმე, CV, ელფოსტაზე: info@argos.ge
სათაურში მიუთითეთ: " შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი"
ყურადღება! თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "Argos Consulting".
გაცნობებთ, რომ "Argos Consulting"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
|
|
|
|