Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

კომპანია "სმოტორს"-ი აცხადებს სტაჟირების პროგრამას გაყიდვების დეპარტამენტში.

მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ხარისხი: ბაკალავრი/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ბაკალავრი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
** გუნდური მუშაობის და სიახლეების შესწავლის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას (ხანგრძლივობა 3 თვე).
** განვითარების და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: сv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე