Робота для біженців з України
შემთხვევის მართვის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემთხვევის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შემთხვევის მართვის მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ქალაქ რუსთავში.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

შემთხვევის მართვის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** რთული ქცევის შეფასება;
** ბენეფიციარის განვითარების შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა;
** ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;
** ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;
** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარება და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;
** ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** ინდივიდუალური ზრუნვის განმხორციელებელი პირების სამუშაოს მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქცევითი თერაპევტი (მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებით);
** აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში (მინიმუმ ბაკალავრი);

პიროვნული უნარები:

** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პუნქტუალობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** CV;
** ქცევის გამოყენებით ანალიზში გავლილი ტრენინგის/ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;

მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com. აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შემთხვევის მართვის მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო

გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების მიღების პარალელურად, კადრის აყვანამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე