Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654510&print=yes&view=jobs
 
მოლარე - საღამოს ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე - საღამოს ცვლა
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ნატურალი" - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით, ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია მოლარის პოზიციაზე.

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე, 17:00-02:00 სთ.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი + ღამის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 90 და 111 ნომერში (მეტრო ნაძალადევთან)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, აპექსის პროგრამაში
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება ვადიანობაზე და ფასების სისწორეზე ზრუნვა.
** მომხმარებლისათვის დროული და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.)
** მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 579 108945 ან მოგვწერეთ მეილზე: hr@natural.com.ge.

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 29 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია