Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ნატურალი" -ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: ყოველ მეორე საღამოს 20:00-08:00 ან 21:00-09:00 სთ.
** ანაზღაურება: ცვლაში 100 ლარი + ბონუსი.
** ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა.
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111/და 90 ნომერში (მეტრო ნაძალადევთან)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** საცალო პროდუქციის სავაჭრო დარბაზში გამოტანა თაროებზე განთავსება .
** ლუდის სექციაში მომხმარებლის დახმარება და ლუდის ჩამოსხმა.
** სალარო ოპერაციების განხორციელება.
** უკან დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული ასახვა.
** თვითმომსახურების სალაროებთან მომხმარებლის დახმარება.
** მომხმარებლის დახმარება წონის პროდუქციის შეძენაში.
** თაროებზე არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი/ფასდადება.
** მომხმარებლის დახმარება საჭირო პროდუქციის ადგილმდებარეობის საჩვენებლად (საჭიროების შემთხვევაში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება.

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 579 108945 ან მოგვწერეთ მეილზე: hr@natural.com.ge

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 29 აგვისტო

გელით ჩვენთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე