დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ბათესტა
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
"სასტუმრო ბათესტა" (Hotel Batesta), რომელიც მდებარეობს გ.კარტოზიას N14-ში აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ოთახების დიასახლისი
ძირითადი მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში ოთახების სისუფთავეზე ზრუნვა სტანდარტების შესაბამისად.
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება.
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის და მიმღების სისუფთავეზე.
** საწმენდი საშუალებების და ინვენტარის მოხმარების წესების ცოდნა.
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
** წუნდებული თეთრეულის სწორი და დროული აღმოჩენა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო საათები: 10:00-დან 16:30-მდე.
** კვირაში 5 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება - 1000 ლარი + კვება
2. ლობის დიასახლისი
ძირითადი მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში სისუფთავეზე ზრუნვა სტანდარტების შესაბამისად.
** პასუხისმგებლობა ეზოსა და მიმღების სისუფთავეზე.
** საწმენდი საშუალებების და ინვენტარის მოხმარების წესების ცოდნა.
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო საათები: 9:00 - დან 16:30-მდე.
** თვეში 15 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება - 400 ლარი + კვება
3. სასტუმროს "მნე"
ფუნქცია-მოვალეობები:
** ზედამხედველობა გაუწიოს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობას.
** წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აღმოფხვრას პრობლემა კომპეტენციის ფარგლებში (სანტექნიკა, ელექტრობა, ნათურების და საკეტების შეცვლა/შეკეთება, დაზიანებული ინვენტარის პირველადი აღდგენა, Wi-Fi კონტროლი)
** გეგმურ და გადაუდებელ რემონტის დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი;
** მატერიალურ-ტექნიკური საწყობის კონტროლი;
** სასტუმროსთვის საჭირო მასალებით მომარაგება - (ყიდვა, დასაწყობება, გაცემა) - მიღებული მასალებზე ინფორმაციის მენეჯერისთვის გადაცემა
პროფესიული მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკურ მოწყობილობებთან/ხელსაწყოებთან/ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ჰქონდეს მართვის მოწმობა
სამუშაო საათები: 09:30-17:30 (თვეში 6 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: batestahotel@gmail.com.
გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 092476.
|
|
|
|