დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Modern House
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
"Modern House Georgia" LLC — ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი და დისტრიბუტორია საქართველოში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და ვთავაზობთ ქართულ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენი მთავარი უპირატესობებია:
** ფართო ასორტიმენტი სამშენებლო და სარემონტო მასალებში
** ხარისხზე ორიენტირებული სერვისი
** კონკურენტული ფასები
** გაფართოებული დისტრიბუციური ქსელი საქართველოს მასშტაბით
** სწრაფი და სტაბილური მიწოდება ყველა რეგიონში
ჩვენი მისიაა, გავხადოთ ხარისხიანი მასალები ხელმისაწვდომი, როგორც მცირე ბიზნესისთვის, ასევე, მსხვილი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიებისთვის.
"Modern House Georgia" იკავებს მყარ პოზიციას ბაზარზე, როგორც სანდო და პროფესიონალი პარტნიორი, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს ზრდისა და განვითარების დინამიკას.
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 13.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ჩვენ გთავაზობთ:
** გრძელვადიან თანამშრომლობას
** მეგობრულ გარემოს
** თანამშრომელზე მორგებულ გრაფიკს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
** პერიოდულ თიმ ბილდინგებს ქალაქგარეთ
არსებითი პირობები:
** სამუშაოს გრაფიკი: 10:00 სთ-19:00 სთ, შესვენება 1 საათი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული პროცესების ყოველდღიური შესრულება, სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფით
** საგადასახადო დეკლარაციების, საპენსიო შენატანების და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრული დაცვით
** ხელფასების გამოთვლის პროცესის შესრულება, სწორი საგადასახადო დაქვითვებისა და ხელფასების დროული გაცემის უზრუნველყოფა.
** ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგი და ანალიზი, სათანადო დოკუმენტაციისა და რეგულაციების შესაბამისად.
** ფინანსური ანგარიშგებებისა და ანგარიშების მომზადება ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად და წლიურად უმაღლესი მენეჯმენტისთვის.
** დებიტორული და კრედიტორული ანგარიშგებების ყოველკვირეული წარდგენა ხელმძღვანელობასთან
** შესყიდვებისა და რეალიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა
მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიაში, ფინანსებში ან შესაბამის სფეროში.
** 2 წელზე მეტი გამოცდილება ბუღალტერიაში
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველი FINA)
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@modernhouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტერი".
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 აგვისტო. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გაზიარებას.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|