Робота для біженців з України
რეკრუტერი/ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი/ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Akumen Group
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"Akumen Group" ეძებს რეკრუტერს (ტალანტების მოზიდვის სპეციალისტს / Talent Acquisition).

ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ და ენთუზიაზმით სავსე რეკრუტერს, რათა შემოუერთდეს ჩვენს გუნდს.

ვალდებულებები:

** შეხვდეს დამსაქმებლებს მათი კადრების საჭიროებების გასარკვევად
** ესაუბროს კანდიდატებს მათი კარიერული მიზნების გასაგებად
** მოიძიოს პოტენციური კანდიდატები ონლაინ პლატფორმებზე და დასაქმების ვებგვერდებზე
** განახორციელოს სატელეფონო გასაუბრებები
** ჩაატაროს ინტერვიუები შერჩეულ კანდიდატებთან
** გაეცნოს კანდიდატების უნარებს, კვალიფიკაციასა და პროფესიულ გამოცდილებას
** დაესწროს სხვა და სხვა ღონისძიებებს ტალანტების მოსაზიდად
** წარმართოს მოლაპარაკებები შერჩეულ კანდიდატებთან სამუშაო პირობებზე
** დაუკავშირდეს რეკომენდატორებს კანდიდატების წარსული სამუშაო გამოცდილების დასაზუსტებლად
** მოამზადოს სამუშაო დოკუმენტაცია და გაუწიოს ახალ თანამშრომლებს ინტეგრაცია
** შექმნას ეფექტური ონბორდინგის პროცესი თანამშრომელთა შენარჩუნების გასაუმჯობესებლად
** მიიღოს მონაწილეობა კომპანიის HR ბრენდის გაძლიერებაში

უნარ-ჩვევები და კომპეტენციები:

** განათლება HR-ში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფსიქოლოგიაში ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტმენტის სფეროში
** ინგლისური ან რუსული ენის თავისუფალი ცოდნა
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებული ინტერპერსონალური უნარები
** ორგანიზებულობა
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** საბაზისო ცოდნა გაყიდვებში
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის ეფექტური უნარები

სამუშაო საათები და ბენეფიტები:

** ფორმატი: ადგილზე მუშაობა (On-site)
** სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00-მდე, ორშაბათი-პარასკევი (5/2)
** ადგილმდებარეობა: რუსთაველის გამზირი
** საქმიანი მივლინებები: შესაძლებელია პერიოდულად
** ანაზღაურება: საბაზისო ხელფასი იწყება 800 აშშ დოლარიდან + ბონუსები თითოეულ წარმატებულად შერჩეულ კანდიდატზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrd.hiring001@gmail.com

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე